პროექტები

     მე-5 კლასში დავგეგმე პრეზენტაცია თემაზე სულხან -საბა ორბელიანის ,, სიბრძნე სიცრუისა." მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად. მათ უნდა დაემუშავებინათ სულხან-საბა ორბელიანის საპროგრამო და არასაპროგრამო იგავ-არაკები, დაეხასიათებინათ პერსონაჟები , ყურადღება უნდა გაემახვილებინათ მორალზე, რომელიც იგავში იყო მოცემული... უნდა ამოეცნოთ იგავ-არაკის ჟანრობრივი თავისებურებები,  ასევე უნდა დაეხატათ მათთვის სასურველი პერსონაჟი ნაწარმოებიდან, მოეძიათ თვალსაჩინოებები, ან მოეტანათ ელექტრონული ვერსიით წარმოდგენილი მასალა. პრეზენტაცია მართლაც საინტერესო გამოვიდა, გაკვეთილზე შეჯამდა ს.ს ორბელიანის შემოქმედება.




მე-6ა კლასმა წარმოადგინე პრეზენტაცია თემაზე: სულხან -საბა ორბელიანის იგავ-არაკები. მათ არაჩვეულებრივად შეძლეს მასალის პრეზენტირება თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების დახმარებით. მოიძიეს ს.ს ორბელიანის ბიოგრაფია, ისაუბრეს მწერლის მთავარ სათქმელზე, იგავის მორალზე, რომელსაც აღმზრდელობითი ღირებულება აქვს.


No comments:

Post a Comment