Wednesday, January 10, 2018

ღია გაკვეთილი

  უფროსი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნების მიზნით ჩავატარე ღია გაკვეთილი თემაზე: ი. ჭავჭავაძის ,,ქართლის დედას".
   გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს მხატვრული ნაწარმოების იდეის განსაზღვრას, ტექსტის დაშლას ცალკეულ მონაკვეთებად, ცალკეული დეტალების შედარებას, გამთლიანებას და აუდიტორიის წინაშე საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენას.

გაკვეთილის გეგმა

Thursday, July 6, 2017

ღია გაკვეთილი

           
                2017 წლის 28 მარტს დავგეგმე ღია გაკვეთილი თემაზე: ,,თორნიკე ერისთავი". გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში გააზრებული კითხვისა და ანალიზის, მარტივი კვლევითი უნარების განვითარება. მოსწავლეებმა გამოთქვეს ვარაუდი ნაწარმოების პირველ კარში გამოყვანილი პერსონაჟებისა და მათი ისტორიულობის შესახებ, ისაუბრეს, თუ რისი თქმა სურდა ავტორს ამ ამბის გადმოცემით, შეაფასეს თორნიკეს გადაწყვეტილების მნიშვნელობა და როლი საქართველოს კულტურული განვითარების საქმეში, ისაუბრეს ათონის მთაზე არსებული ივერთა მონასტრის საგანმანათლებლო დანიშნულების შესახებ.
                მოსწავლეებმა შეაფასეს ა.წერეთლის დამოკიდებულება ამ ისტორიული ფაქტის მიმართ, ამოიცნეს მხატრული ხერხები, რომლებსაც ავტორი იყენებს სათქმელის უკეთ გამოხატვის მიზნით.

Monday, February 20, 2017


ვიზიტი ხელნაწერთა ეროვნულ ფონდში

             

     ა. წ. 16 თებერვალს მე-8 ბ კლასთან ერთად დავგეგმე გასვლითი ღონისძიება ხელნაწერთა ეროვნულ საცავში. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ხელნაწერთა შექმნის ისტორია და ფრაგმენტები მათი თავგადასავლიდან, დაათვალიერეს ფოტოასლები, რაც დაეხმარებათ  მათ ნასწავლი მასალის  განმტკიცებაში.